რატომ ჩამოვიდნენ ევროპარლამენტარები საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 21 ივლისს

news

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტის დელეგაციის წევრები დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდებიან. კობახიძემ გუშინ თქვა, რომ ევროპარლამენტარებს დღეს განუმარტავს, თუ „ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის არა“.

ისინი გუშინ უკვე შეხვდნენ პარლამენტის სპიკერს და კომიტეტების თავმჯდომარეებს. მანამდე გაიმართა შეხვედრა ოპოზიციასთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.

ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულება დელეგაციის შეხვედრების მთავარი თემა იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპარლამენტარებს უთხრა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო რეკომენდაციების შესრულება.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მკალისტერმა თქვა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უმთავრეს ამოცანად 12 პრიორიტეტის შესრულების პარალელურად, რჩება პოლიტიკურ ძალთა შორის პოლარიზაციის დაძლევა.

****

ცოლ-შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ბერის საქმეში არსებული ექსკლუზიური კადრები „კურიერმა“ მოიპოვა, სადაც ნათლად ჩანს აგრესიულ მდგომარეობაში მყოფი გერასიმე კვარაცხელია, რომელსაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკავებენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სასულიერო პირი ოჯახურ ძალადობაში ამხილეს. გერასიმე კვარაცხელია წარსულში ანალოგიური ბრალდებით, ერთხელ უკვე ნასამართლევია. იმ შემთხვევაში, თუკი მას ბრალი დაუმტკიცდება, ბერ-მონაზონს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

****

კომპანია GWP-ის ინფორმაციით, ისნის რაიონი, კონსტანტინე ერისთავის N 7 თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 04:00-დან 16:00-მდე. წყალმომარაგების წყვეტა: კონსტანტინე ერისთავის ქუჩას.

კრწანისის რაიონი, კოტე აფხაზის და ვახტანგ გორგასლის ქუჩების კვეთასთან ქსელზე დაზიანებაა. წყლის მიწოდება შეგიწყდებათ 20/07 23:15-დან 21/07 12:00-მდე. წყალმომარაგება შეუწყდება: ლადო ასათიანის, შ.დადიანის N 11-დან N 24-მდე, ახოსპირელისქუჩა ჩიხებით, აბო თბილელის, ბეთლემის ქუჩის და ბეთლემის აღმართს, ასკანის, გომის, პურის მოედნის, თუმანიანის, იერუსალიმის, ხანძთელის, აბოვიანის, აბესაძის, ანტონ კათალიკოსის, ივერიის, ხოდაშენის, ორპირის, ირგვლივის, ბოტანიკურის, სამღებროს, ფერდიუსის, ახუნდოვის, აბანოს, ორთაჭალისN 1-დან N 7-მდე, N 2-დან N 6-მდე, გორგასალის N 1-დან N 81-მდე, N 2-დან N 30-მდე, გორგასლის 1, 2, 3, 4, გულუა 10, საიათნოვა, გრიგოლ ხანძთელი, კოტე აფხაზი 1-25, 2-16, კალისტრატე ცინცაძე,  ფავრიკის, კუფტინის ქუჩებს.

***

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.