იანვრიდან, სესხის აღების პირობები იცვლება - ნახეთ, დეტალები
1732698224
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
მაკალისტერი, რომელიც ევროპის პარლამენტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის სფეროში, ადამიანის უფლებების სფეროში, საბაზრო ეკონომიკის განხორციელების სფეროში.
'წინა თვეში, გადაწყვეტილება ევროპის საბჭოსი გახლდათ მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომლითაც გაჟღერდა, რომ საქართველოს ეძლევა ევროპული პერსპექტივა. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ევროპის პარლამენტი უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მომავალს და მზადაა საქართველო დაუახლოვოს ევროპის კავშირს.
საქართველო არის ევროპის კავშირის ოჯახის წევრი, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უნდა გადაჭრას გარკვეული პრიორიტეტული საკითხები იმისთვის, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ეს პრიორიტეტები არის ძალიან მკაფიოდ გამოსახული ევროპის კომისიის მოსაზრებაში. ქალბატონ ზურაბიშვილთან ერთად ჩვენ განვიხილეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერთიანდეს ყველა პოლიტიკური ძალა და გვერდით გადადონ განსხვავებები, მათ კონსტრუქციულად ისაუბრონ და იმუშაონ ერთი მიზნის მისაღწევად, რაც საქართველოსთვის ევროპის წევრობის კანდიდატი სტატუსის მინიჭებაა.
სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე, ერთი სიტყვა ყოველთვის წამოიჭრება ხოლმე და ეს არის პოლარიზაცია. ეს არის პროცესი, პოლიტიკური დისკურსი, რომელიც ხასიათდება ძალიან მკაცრი რიტორიკით და უუნარობით თუ სურვილის არ ქონით იმისთვის, რომ ადამიანებმა, დაპირისპირებულმა პოლიტიკურმა მხარეებმა იმუშაონ ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღწევა ქვეყნისათვის, რა მიზანიც ქვეყანას აქვს დასახული~, - თქვა დევიდ მაკალისტერმა.
მისი თქმით, როგორც მმართველმა პარტიამ ასევე ოპოზიციამ წარმოადგინეს თავიანთი გეგმები, ასევე სამოქალაქო ორგანიზაციებმა იდეები, რაც ასახავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფასს, როგორც ყველას მიერ გაზიარებულ მიზანს.
„მე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ევროპის პარლამენტის პოზიციას, რომ ევროპის გაფართოება რჩება მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად, რომელიც მოითხოვს შესაბამისი რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით დემოკრატიის, კანონის უზენაესობის სფეროში, ადამიანის უფლებების სფეროში, საბაზრო ეკონომიკის განხორციელების სფეროში.
ეს პროცესი მიესადაგება აბსოლუტურად ყველა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება და ეს არ არის რაიმე ვაჭრობის საგანი. საქართველოს შეფასება გაგრძელდება ამ დამსახურებების საფუძველზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არის დამოკიდებული ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ იცხოვრონ მშვიდობიანად და უსაფრთხოდ თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში“, - აღნიშნა მაკალისტერმა.