პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევროპარლამენტის დელეგაცია დღეს, პრემიერ-მინისტრს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება, რის შემდეგაც ევროპელი დეპუტატები "ქართული ოცნების" ოფისში გადაინაცვლებენ. მთავარი განსახილველი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების წლიური ანგარიში და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივაა.
გუშინ კი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ევროპელმა დეპუტატებმა პარლამენტის საგარეო კომიტეტში გამართეს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილია 12 პუნქტის შესასრულებლად ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთად იმუშაოს.
მნიშვნელოვანია, ადგილზე გაეცნონ სიტუაციას და ადგილზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ვისაუბროთ, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმ რეკომენდაციების შესრულებაზე, რომელიც გაიცა ევროკომისიის მხრიდან და გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელშიც იმყოფება საქართველო,"-აცხადებს "ქართული ოცნების" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მთავარი გზავნილი რაც ევროდეპუტატებსმმართველი გუნდის მიმართ ჰქონდათ ის არის, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე ერთობლივი ძალებით მოხდეს მუშაობა.
„ძირითადი გზავნილი, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის წევრებს ჰქონდათ ჩვენს მიმართ იყო ის, რომ ახლა საჭიროა ერთობილი ძალებით იმ 12 პუნქტზე მუშაობა, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში არის წარმოდგენილი, რათა ჩვენ რაც შეიძლება მალე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. როგორც მმართველ ძალა ისე ოპოზიციასაც მოუწოდებენ, რომ ყველანი ჩაერთონ ამ საქმიან რეჟიმში", -აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.