ლოცვა, რომელიც ნიკოლოზობას უნდა წაიკითხოთ
1734623636
ოპოზიციის ლიდერთა ის ნაწილი, რომელიც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა საკმაოდ სასოწარკვეთილები ჩანან, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
„ოპოზიციის ნაწილი საერთოდ დაემალა, ვინც ამ შეხვედრაზე მივიდა საკმაოდ სასოწარკვეთილი ჩანს. მათ დაიმსახურეს ორივე მდგომარეობა, რომ იყვნენ დამალულები და სასოწარკვეთილები. შეფასებების ნაწილში მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ სინამდვილეში ამ ადამიანებს არც ევროპა აინტერესებთ და არც ევროპული ღირებულებები. ყველაფერს საზღვრავენ მხოლოდ იმით, ვის შეუძლია მათ რადიკალურ დღის წესრიგზე გარკვეული გავლენის მოხდენა და ვის არა. მხოლოდ ამის მიხედვით აფასებენ, რაც კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ეს არის ადგილობრივი აგენტურა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დაზიანება გაუხდია მიზნად, მაგრამ საბოლოო ჯამში დღითიდღე მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. მასთან შეხვედრაზე მხოლოდ ლიდერთა ნაწილი მივიდა. ბერსეს მიმართ მათ მთავარი კითხვა ჰქონდათ, არის თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან მისი შეხვედრა ხელისუფლების ლეგიტიმაცია.