რა უნდა გავაკეთოთ ზამთრის მზებუდობის დროს - ასტროლოგის რჩევები

მზებუდობა

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ზამთრის მზებუდობის შესახებ წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

„2024 წლის 21 დეკემბერი - ზამთრის მზებუდობა (13:21 სთ)

ყველაზე მოკლე დღე და ყველაზე ხანგრძლივი ღამე. ასტრონომიულად სწორედ ამ დღეს იწყებენ ზამთრის ათვლას.
„კვდება“ მზე, სამი დღის შემდეგ კი განახლებული და უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაჯერებული იბადება.

(თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის პირველ გრადუსზე) 21 დეკემბრამდე, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

გაათავისუფლეთ თქვენი სახლი, გარემო, გონება ყოველივე სიძველისგან, არასასურველისგან. შეხვდით დილას სუფთად და მოწესრიგებულად.

კარგი იქნება თუ საკვებს მინიმუმამდე შეზღუდავთ.

განსაკუთრებით ეფექტურია მედიტაცია და სხვადასხვა ტიპის რიტუალები.

იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რაც თქვენთვის სასურველია, დაგეგმეთ მომავალი წელი, დაისახეთ მიზნები.
გახსოვდეთ მზებუდობის დღეები წლის განმავლობაში საუკეთესოა ბედ-იღბლის კორექციისთვის.

თქვენ უნდა „გარდაიცვალოთ“ როგორც მზე და შემდეგ იშვათ უდიდესი სასიცოცხლო ენერგიით გაბრწყინებული.
21 დეკემბრამდე და შემდეგ სამ-სამი დღე დედამიწაზე შემოედინება უძლიერესი ენერგეტიკული ნაკადი, რომელიც უნდა მართოთ თქვენდა სასიკეთოდ, ის ააქტიურებს ცნობიერებას.

გადავხედოთ ისტორიას:

ჩინეთში (ქრისტესშობამდე) ზამთრის მზებუდობა ითვლებოდა წმინდა დღესასწაულად. 25 რიცხვამდე (მზის დაბადება) წყდებოდა ვაჭრობა და სხვა საქმიანობა.

სპარსეთში ძველად იმართებოდა მითრას დღესასწაული, რომელიც ასევე 25 დეკემბერს უკავშირდებოდა.

ეგვიპტეში საუკუნეების მანძილზე რამდენიმე ღვთაების დაბადებას ზეიმობდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ წმინდა ქალწულ ისიდას, რომელმაც შვა ჰორუსი (25 დეკემბერს).

ძველ რომში 25 დეკემბერს ზეიმობდნენ ღვთაება სოლის (მზე) შობის დღეს.

ძველი გერმანელები ამ დღეს აღნიშნავდნენ #იულის (იოლ) მზის ღვთაების დაბადებას, რომელიც, ათბობდა გაყინულ მიწას და მის ყოველ მარცვალში სიცოცხლეს აღვივებდა. ( საშობაო ლორით გამასპინძლების ჩვეულებაც სავარაუდოდ ამ დღეს უკავშირდება, ძველად ხალხი ამ გზით პატივს მიაგებდნენ ნაყოფიერების ღვთაება - ფრეირს, რომლის წმინდა ცხოველი ტახი იყო. )სწორედ ამ დღეს იწყებოდა დღესასწაული ანთებდნენ კოცონს, რომლითაც სდევნიდნენ ბოროტ სულებს და დებდნენ ერთგულების ფიცს, შემდეგ, გათენებიდან მზის ჩასვლამდე პერიოდს " ბედისწერის დღედ" მოიხსენიებდნენ, თვლიდნენ რომ ყველაფერი რასაც ამ დროს იტყოდნენ, განსაზღვრავდა მომდევნო წელს!

13 დღე-ღამეს გრძელდებოდა დღესასწაული. ამ 13 ღამეს, "სულების ღამეს " ეძახდნენ, და სწორედ ორ კალენდარულ წელს შორის მოქცეული ეს დღეები საკრალურ იდეას ატარებდა, ამ დღეების დროითი საზღვრებიც და ჩვეული რიტმიც თითქოს განსხვავებული იყო, რადგან ღმერთებისა და ბედისწერის ქალღმერთ ურდის სიტყვის აღსრულების დრო დგებოდა.

ასევე ძველად ამბობდნენ, რომ მე-12 დღე იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ღმერთებისგან/სამყაროსგან ნიშნების მისაღებად და ყველაზე დიდი ძალა ჰქონდა მე12 ღამეს ნათქვამ სიტყვებს! (P.S.ამ დღეს ჩვენ ბედობას ვეძახით! 1 იანვარს უწევს).

ბრიტანეთსა და ირლანდიაში მაღლობზე კოცონს ანთებდნენ და სხვადასხვა რიტუალებით აღნიშნავდნენ ამ წმინდა დღეს.

21- 25 დეკემბრის შუალედი განსაკუთრებული ენერგიის მატარებელ დღეებად ითვლებოდა.

25 დეკემბერს ბევრი ქვეყნის ტრადიციაში გამორჩეულად პოზიტიური მუხტი, სადღესასწაულო სული და განწყობა იგრძნობოდა“, - წერს ასტროლოგი.