დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ამ განცხადებით ზურაბიშვილი ეხმაურება მოვლენას, რომლის მიხედვითაც, დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს.
„ის, რასაც ბიჭვინთაში ვხედავთ, არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ფორმა. ჩვენ ვხედავთ ხალხის ძლიერ რეაქციას მოვლენებზე. ეს არის ოკუპაციის გაგრძელების შედეგი, მე მკაცრად ვგმობ ამას და მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას მკაცრი რეაგირებისკენ“,- წერს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, დე ფაქტო მთავრობა ბიჭვინთის ტერიტორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემას აპირებს. ამ „შეთანხმებით" საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს გადაეცემა, რაც ქვეყნის ინტერესებს აზარალებს.
ამასთან, ბიჭვინთის მოსახლეობა შეშფოთებულია ფაქტით, თუმცა ე.წ. პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტილებას იმით ამართლებს, რომ "შეთანხმება აფხაზეთის ინტერესებს აკმაყოფილებს".
ბჟანიას ბიჭვინთაზე დაწყებული კამათის გამო ოპოზიციის ნაწილი დაპურისპირდა, რის გამოც მას ერთ-ერთი შეხვედრის დატოვებაც მოუწია.