ვინ არის ქართველი ქალი, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

daakaves

„აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა“ საქართველოს მოქალაქე, ქრისტინე თაკალანძის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

დეპარტამენტის ცნობით, ზუგდიდში მცხოვრები ეროვნებით ქართველი თაკალანძე, რომელიც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მამის სახლში იმყოფებოდა, ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა.

„ინფორმაცია, რომლის გაცემაც ბრალად ედება ქრისტინე თაკანალაძეს, აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იყო „სახელმწიფო“, სამხედრო ან კანონით დაცული სხვა საიდუმლო და მისი გამოყენებით ქართულმა დაზვერვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ე.წ აფხაზეთის საგარეო უსაფრთხოებას, კონსტიტუციურ წესრიგს და სუვერენიტეტს.“ - წერია უწყების განცხადებაში.

მეზობლების თქმით, ქრისტინა თაკალანძე 24 წლისაა.

„მამა და ძმა ჰყავს სახლში. ეგ კარგა ხანია, რაც სოფელში იყო. იქ ცხოვრობდა ამ ბოლო დროს. დედა დაშორებულია მამას და ზუგდიდში ცხოვრობს, ეს გოგოც დაცილებულია ქმარს“ - გვითხრა მეზობელმა.