თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
დღეს, 14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეზე, მის სახლ-მუზეუმში ღონისძიება ჩატარდა. ჩოხატაურის თეატრში "ჰელადოსს" ითამაშებენ. ჩოხატაურშივე გაიხსნება ნოდარ დუმბაძის სახელობის ახალი სტადიონი და დაფუძნდება საფეხბურთო ტურნირი...
ოზურგეთი ხუთი ივლისიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალში, რომელიც 15 ივლისს დაიხურება, 8 უცხოური და 17 ქართული თეატრი მონაწილეობდა.
ყველასთვის საყვარელი მწერალი 94 წლის გახდებოდა...
მამის ხსენებაზე ქეთი დუმბაძეს აფხაზეთი აგონდება...
ქეთი დუმბაძე: - მამასთან დაკავშირებით ყველაფერი ყველაზე კარგი და ბედნიერი მახსენდება. და მაინც მამასთან კონტექსტით ხშირად მახსენდება ზღვა, აფხაზეთი, გულრიფში... ორივე დაკარგული მყავს და ამ დროს, არც ერთი არ დამიკარგავს.
ჩვენ გულრიფშში სახლი გვქონდა, სკოლა როგორც კი მთავრდებოდა, ჩავდიოდით და მთელ სამ თვეს იქ ვატარებდით...
მამაზე აფხაზეთი მახსენდება, იქაური სურნელით...