რასაც აქამდე ვაკვირდებით, არჩევნები მიმდინარეობს წყნარად და მშვიდად, ეს არჩევნები ქართველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია - ხორხე გონსალეზ გალარცა

ხორხე გონსალეზ გალარცა

რასაც აქამდე ვაკვირდებით, არჩევნები მიმდინარეობს წყნარად და მშვიდად, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა, ანალიტიკოსმა ხორხე გონსალეზ გალარცამ.

„ეს არჩევნები ქართველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ხორხე გონსალეზ გალარცამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.