პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
1747487599
უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის შემდეგ, სამშობლო ათობით უკრაინელმა ოლიგარქმა დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
Ukrayinska Pravda-ს ცნობით, ომის პირველივე დღეებში უკრაინა ჩარტერული რეისებით დატოვეს რინატ ახმეტოვმა, იგორ აბრამოვიჩმა, ვიქტორ პინჩუკმა და ბორის კოლესნიკოვმა.
10 თებერვალს მათ რიგებს შეურთდნენ - უკრაინელი ბიზნესმენები, ვადიმ ნოვინსკი და ალექსანდრე იაროსლავსკი.
12-13 თებერვალს უკრაინა დატოვეს ანდრეი სტავნიტსერმა, ვადიმ ნესტერენკომ, ვადიმ სტოლარმა და ვასილი ხმელნიცკიმ.