ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი - როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
1757104397
უკრაინაში ომის დასრულება მსოფლიოს ყურადღებაზეა დამოკიდებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ამ ომისა და მისი გარემოებების დასრულება დამოკიდებულია მსოფლიოს ყურადღებაზე. ამიტომ მჭირდება მოკავშირეები. ჩვენ გვჭირდება თქვენნაირი [შემოქმედებითი კინემატოგრაფები] ხალხი. მე მჯერა, რომ ადამიანის შემოქმედების ძალა უფრო დიდია, ვიდრე ბირთვული სახელმწიფოს ძალა, რომელიც წარსულშია ჩარჩენილი. ისაუბრეთ უკრაინაზე. ნუ მისცემთ სამყაროს უფლებას სხვა რამეზე გადაერთოს“, - განაცხადა მან.