პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები "დამოუკიდებელ" რესპუბლიკებად აღიარა.
აქამდე ორივე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იყო და აღიარების "თხოვნით" ლიდერებმა პუტინს 21 თებერვალს მიმართეს.
დღის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტის ვიდეომიმართვა გავრცელდა, სადაც ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა.
ოკუპანტმა ლიდერმა მიმართვაში ვრცლად ილაპარაკა უკრაინის შესახებ, რომლის დროსაც უკრაინის შექმნა ბოლშევიკებს დაუკავშირა და მას "ლენინის ქმნილებაც" უწოდა. მისი თქმით ლენინმა ხელოვნურად მოაქცია უკრაინის ტერიტორიაზე დონბასი.
რუსეთის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში უკრაინა რუსეთისთვის საფრთხედ წარმოაჩინა, მის ხელისუფლებას კი "აგრესიული, ნაციონალისტური რეჟიმი" უწოდა.
მისი თქმით, დასავლეთმა არ გაითვალისწინა რუსეთის მოთხოვნა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით და აქვე დაამატა: "რუსეთს უფლება აქვს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და ჩვენც სწორედ ამას გავაკეთებთ".
საერთაშორისო ლიდერებმა უკვე დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება და ერთხმად განაცხადეს, რომ ეს როგორც საერთაშორისო სამართლის, ასევე, მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.
ნახეთ მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებები
👉 ,,ჩვენ არავის წინაშე ვალდებული არ ვართ და არავის არაფერს დავუთმობთ“- ზელენსკის მიმართვა
👉 ლუგანსკისა და დონეცკის ,,აღიარების“ შემდეგ, პუტინმა სეპარატისტულ რეგიონებში რუსული არმია შეიყვანა
👉 ლვოვიდან, სავარაუდოდ ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება
👉 გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი ქმნის საბაბს ომისთვის
👉 უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე დანილოს განცხადება
👉 საქართველო თქვენს გვერდით დგას - სალომე ზურაბიშვილი უკრაინას თანადგომას უცხადებს