პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი ქმედებების და განცხადებების შემდეგ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა: ,,ჩვენ არავის წინაშე ვალდებული არ ვართ და ჩვენ არავის არაფერს დავუთმობთ, ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ“ - განაცხადა ზელენსკიმ საკუთარ ვიდეომიმართვაში.
მისივე შეფასებით, პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, უკრაინის ეროვნული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევაა.
მისი თქმით, უკრაინის საერთაშორისო საზღვრები უცვლელი დარჩება, მიუხედავად რუსეთის მუქარისა, პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებითვე, უკრაინა საერთაშორისო პარტნიორებისგან მკაფიო და ეფექტურ ნაბიჯებს ელის.
ამასთან, უკრაინა არის ინიციატორი ნორმანდიული ოთხეულის ექსტრემალური შეხვედრისა, რომელშიც გერმანია, რუსეთი, უკრაინა და საფრანგეთი შედიან.
ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას სურს მშვიდობა, თუმცა რუსული აგრესიისთვის დიდი ხანია ემზადება. უკრაინის მოქალაქეებს კი მიმართა, რომ ქვეყანა კრიზისს აუცილებლად გაუმკლავდება.