რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ გამოაცხადა, შეიცავდა ცრუ განცხადებებს, რომელიც მიმართულია ომის დასაწყებად საბაბის შექმნისთვის, - ამის შესახებ გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინის მტკიცება, რომ რუსული ძალები, რომლებიც შედიან ამ რეგიონებში, „სამშვიდობოები“ არიან, „სისულელეა“.
„ამ კრიზისის საპასუხოდ, ჩვენ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ“, - აღნიშნა გრინფილდმა.