„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
უკრაინაში დაძაბული ვითარებაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლვოვიდან, პოლონეთში ამერიკელი დიპლომატების ევაკუაცია იგეგმება. თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.
რაც შეეხება ორ ოკუპირებულ რეგიონს, დონეცკში რუსული არმია უკვე შევიდა. ამის შესაბამისი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს თუ როგორ შედის ოკუპირებულ რეგიონში ცოცხალი ძალა - რამდენიმე ათასი ადამიანი, ასევე მძიმე ჯავშანტექნიკა.
როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი გადამწყვეტი ზომებისთვის ემზადება.
დასავლეთის ლიდერების მკაცრი გაფრთხილების მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონები, დონეცკი და ლუგანსკი დამოუკიდებელ ,,რესპუბლიკებად“ აღიარა