1736856330
ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი ლეგიტიმაცია. ამაში დაინტერესებული არ არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მხარდამჭერი საერთაშორისო, ე.წ. ომის პარტია - ირაკლი ქადაგიშვილი
წინასაარჩევნოდ რა გეგმები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ამ საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.
„ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი ლეგიტიმაცია. ამაში დაინტერესებული არ არის რადიკალური ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, მათი მხარდამჭერი საერთაშორისო, ე.წ. ომის პარტია და ამიტომ ისინი გამუდმებით პედალირებენ, რომ როგორმე წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინონ. ასეთ დროს გარკვეული ძალები ნებისმიერ ნაბიჯზე შეიძლება წავიდნენ. როგორც ჩანს, ამაზე გარკვეული ინფორმაციაც არსებობს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.