„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია, მაგრამ პროვოკაციაზე მიდის. მუხტი არ არის, თავისი მომხრეები დასცინიან, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ნიკა გვარამიას გეგმის შეფასებისას, რომლის თანახმადაც გვარამია კარვების შეგროვებას იწყებს.
მამუკა მდინარაძემ გაიხსენა, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც ოპოზიციის ღონისძიება ზუგდიდში იყო უკანონო, თუმცა, ეს ღონისძიება არ აღკვეთილა.
„ასე წინასაარჩევნოდაც იქცეოდა, მაგალითად ერთ ამბავს გეტყვით, რომელსაც გაგიმხელთ, საერთოდ არ მივაქციეთ ყურადღება. ზუგდიდში რომ აეროპორტის ტერიტორიაზე ღონისძიება ჩაატარეს, ეგ ღონისძიება იყო უკანონოდ და მაშინ ჩვენ გავიგეთ, რომ მიდიოდა მსჯელობა, რამდენად უნდა ჩაეტარებინა. მაგრამ სწორი გადაწყვეტილება იყო შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან, რომ დაენებებინათ თავი იმიტომ, რომ პროვოკაცია მოაწყვეს. წესით და რიგით, ვიღაც უნდა შესულიყო, აეკრძალა, დაეშალა ის სცენა და რა ამბავი მოჰყვებოდა ამას, წარმოგიდგენიათ? - „გვარამიას სცენა დაუშალეს!“ უკანონოდ იყვნენ შესულები და სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ არ მისცეს სპეკულაციის საშუალება.
ახლა არ ვიცი, შესაბამისი უწყებების გადასაწყვეტია, მაგრამ ახლაც პროვოკაციაზე მიდის. მუხტი არ არის, თავისი მომხრეები დასცინიან. გუშინ სოციალურ ქსელში ამბები ხდებოდა, რა სქრინებსაც მე მიგდებდნენ, თავისი მომხრე ზოგი აგინებდა, ზოგი დასცინოდა - „რა გეგმა არის, რომ გეგმა ორშაბათს იქნება?“ მიმები კეთდებოდა, სოციალურ ქსელში საოცრებები ხდებოდა. ქართველი ხალხის გაბრაზება უნდა უზრუნველვყოთო, კარვები უნდა გავშალოთო. თუ პოლიციამ ნებართვა არ მისცა, არის უკანონო, და მიდიან პროვოკაციაზე, რომ ამ პროვოკაციებით არიონ, არ აქვთ ამის რესურსი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. არაფრის დამალვას არ ვაპირებ. ღიად ვიზამ ამიერიდან ყველაფერს. სუსიც ფეხებზე მკიდია, პროკურატურაც, პოლიციაც და რაჟდენიც”.