„ქართული ოცნება“ განცხადებას ავრცელებს

ocneba

მოგეხსენებათ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით: „ეუთოს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ფორმულირება, რომელიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, არის ზუსტად ის, რასაც რუსეთი ცდილობს ჟენევის მოლაპარაკებებში ბოლო 16 წლის განმავლობაში მიაღწიოს - წარმოაჩინოს, თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე. ტექსტი შესწორებიდან - “თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველოს, აფხაზეთის და ოსეთის შერიგება საჭიროა.“ პარაგრაფში ვკითხულობთ, რომ კონფლიქტში სამი მხარეა - უცნაური კონსტრუქციაა თბილისის მიერ კონტროლირებული საქართველო - აფხაზეთი და ოსეთი.

შესწორება ასევე გულისხმობს იმასაც, რომ რუსეთი კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხებით ცდილობს, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატის ფარგლებში რუსულ დესტრუქციულ ქცევას იცავს. ეს ყველაფერი სერიოზულად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეუთო არის ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე და შეერთებული შტატები, რომლის წარმომადგენლები შესწორების ავტორები არიან, არის ჟენევის ფორმატის წევრი და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. რეზოლუციაში ამ ფორმულირების შეტანა ეწინააღმდეგება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს და ეუთოსა და აშშ-ის გაცხადებულ პოლიტიკას საქართველოს ინიციატივა ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთ შესწორებაში შეეტანათ, სადაც საუბარია რუსეთის მავნე ქმედებებზე სამწუხაროდ უარყოფილ იქნა და რეზოლუციაში ის არ გაითვალისწინეს. საქართველოს სახელმწიფო ინტერესების შელახვის გამო, დელეგაცია საბოლოო რეზოლუციის წინააღმდეგ მისცემს ხმას. ჩვენთვის ცნობილია, რომ საქართველოს ხმა გადამწყვეტი არ არის, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, გვყავს ძალიან პატარა დელეგაცია და აუცილებლად ვიქნებით უმცირესობაში, მაგრამ საჭიროა ღიად ვთქვათ, რომ შესწორებები მიკერძოებულია და დაფუძნებულია მხოლოდ ზეპირ განცხადებებზე, მისი დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აღნიშნული ასამბლეა რუსეთის თამაშს თამაშობს. ჩვენი გადაწყვეტილება რჩება ურყევი და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის დასაცავად.