„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ხაშურში აგრძელებს

ზაალ დუგლაძე

პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხალების, მიწობის, წრომის, კრისხევის, ახალშენის, ყელეთისა და ხცისის მოსახლეობას შეხვდა. 

ამომრჩეველთან შეხვედრისას ზაალ დუგლაძემ შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები და ისაუბრა არჩევნებში მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე. 

დელეგატის თქმით, საარჩევნო დაპირება შესრულებულია, სოფლებში მოწყობილია საგზაო ინფრასტრუქტურა. ამჯერად კი მოსახლეობა წყალმომარაგების მოწესრიგებას, ამასთანავე სკვერების და სტადიონების მოწყობას ითხოვს, რისი გათვალისწინებაც აუცილებლად მოხდება სამომავლო პროექტებზე მუშაობისას.