შემოვიდა „საგანგაშო შეტყობინება“ - სურსათის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
1742589142
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში „ლელოს" დეპუტატს, ანა ნაცვლიშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს, პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერს, ეკა ბესელიასა და ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, ნინო წილოსანს ხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა პოლარიზაცია და მართლმსაჯულების საკითხი იქნება.
„არ ვიცი, რა ფორმატია ეს და რა საკითხები იქნება განხილული. ლოგიკურად ვხვდები და ინფორმაცია მაქვს, რომ ეს არის ეროვნული თანხმობის პროცესის ნაწილი. ჩემი მხრიდან არის გასათვალისწინებელი ის, რომ საზოგადოებას სწორი მოლოდინები შევუქმნათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ვიფიქროთ იმაზე, რას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პოლარიზაცია დასრულდეს და კონკრეტული კრიზისიდან გამოვიდეთ“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.