„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია
1794428716
დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული დისკუსია იყო კარგი საშუალება, რათა პრემიერს ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია სხვადასხვა საკითხზე კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.
"პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე ევროპასთან, ევროკავშირთან, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით. ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს ევროკავშირთან ურთიერთობაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ აუდიტორიიდან პრემიერ-მინისტრმა მიიღო შეკითხვები ამ თემებთან დაკავშირებით. ასევე, შეკითხვები შეეხებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებს, საუბარი შეეხებოდა იმ მშვიდობიან პოლიტიკას, რომელიც ტარდება დეოკუპაციის მიმართულებით, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა.