„ვის რას ერჩოდნენ...“ - მოკლული ცოლ-ქმარი ნანა ფირანიშვილი და სოსო სუჯაშვილია
1794428716
პრემიერის გამოსვლას დუბლინში, საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმიანებიან.
როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, აღნიშნული დისკუსია კარგი საშუალება იყო, რათა პრემიერს ქვეყნის ხელისუფლების პოზიცია სხვადასხვა საკითხზე კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა.
"პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე, ევროპულ ინტეგრაციაზე, რაც მნიშვნელოვანი საკითხია და სწორედ ეს გახლდათ ინტერესის საკითხი ირლანდიის ინსტიტუტის მხრიდან და კარგი შესაძლებლობა იყო სწორედ აქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების შეხვედრის წინ, სწორედ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასა და საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებზე გვქონოდა შესაძლებლობა გვესაუბრა ირლანდიაში", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.