პრემიერის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან

პრემიერი

„პრემიერის გადაწყვეტილებით, კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება მოხდება“,- ამის შესახებ კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ალადაშვილის განმარტებით, ამ დროისათვის ზიანი დამთვლელი კომისიები ადგილებზე იმყოფებიან და სტიქიით მიყენებულ ზარალს ადგენენ.

„სამმა მუნიციპალიტეტმა მიიღო ზიანი სტიქიის შედეგად. ამ დროისათვის მიმდინარეობს როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე დასეტყვილი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ვენახების აღწერა. ასევე ქარხნები მზად არიან დაზიანებული ყურძნის 90 თეთრში ჩასაბარებლად“,- განაცხადა ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, ძლიერმა სეტყვამ კახეთის რეგიონის სამი მუნიციპალიტეტი, ყვარელი, თელავი და ლაგოდეხი დააზარალა.

დასეტყვილია მსხმოიარე ვენახები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „გრემიც წაიღო...“ - ადგილობრივი კახეთიდან წარმოუდგენელ კადრებს აქვეყნებს

კაცი, რომლის ოჯახიც მის ბავშვობაში სტიქიამ იმსხვერპლა, მშობლიურ ხახაბოში დაბრუნდა - პაატა ხახიაურის დაუჯერებელი ამბავი