ფაშინიანი აცხადებს, რომ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების შემდეგი სამიტი სომხეთში გაიმართება

ფაშინიანი

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების რიგით მე-8 სამიტი სომხეთში 2026 წლის 4 მაისს გაიმართება. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

ფაშინიანის თქმით, ევროპის ქვეყნების ლიდერთა მასპინძლობა დიდი პატივი იქნება.

„ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შემდეგი, მერვე სამიტი 2026 წელს, 4 მაისს, სომხეთში გაიმართება. ოფიციალურად მოვიწვიე ჩემი კოლეგები, მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელები ერევანში. დიდი პატივია თითოეული მათგანის მასპინძლობა“, – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

საფრანგეთს პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ინიცირებული ფორმატით ევროპის ქვეყნების 50-მდე ლიდერი 2022 წლიდან იკრიბება.