პრემიერი: საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, ქართველი საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია

ირაკლი კობახიძე

ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და ქართველი საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია.

„ევროკავშირის გაფართოება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში. ეს საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და საქართველოს მთავრობამ, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაამატა ეს პუნქტი საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ნორმა საქართველოს ამბიციაზე, რომ გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ქართველი საზოგადოება ამ მიზნის ერთგულია და ამის გათვალისწინებით ჩვენ გავიმარჯვეთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. მთავარი ლოზუნგი ამ საპარლამენტო არჩევნებში იყო - ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

✕