ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში, ქართველმა ხალხმა ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს , - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ევრონიუსის“ ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული არ იყო აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და იგივე ხდება ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც.
„სამწუხაროდ, არ იყო ჟურნალისტი სათანადოდ ინფორმირებული და იმავეს ვხედავთ ხოლმე ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდანაც. ეს შეიძლება იყოს იმის შედეგი, რომ სათანადო ცოდნა, ინფორმაცია არ აქვთ, შესაძლოა შეგნებულად აკეთებდნენ ამ ყველაფერს. მთავარია, საზოგადოებამ იცის, რა წერია გამჭვირვალობის შესახებ კანონში. გარკვეულ ეტაპზე ამ სამარცხვინო კამპანიამ თავის შედეგს მიაღწია, საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მოახდინა ზემოქმედება, თუმცა ქართველმა ხალხმა ყველაფერი გაიგო და ნახა, რომ არაფერი რუსული ამ კანონში არ არის და პირიქით, ეს არის კანონი, რომელიც მტკიცედ იცავს ჩვენს სუვერენიტეტს და საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა პრემიერმა.