რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში, რომელიც რიონში გადავარდა - ვრცელდება ახალი დეტალები

მანქანა გადავარდა

ქუთაისში, მდინარე რიონში გადავარდნილ ავტომობილს და მის მგზავრებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანაში ორი 20 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფება. 

შემთხვევა რიონჰესის საგუბარის მიმდებარედ მოხდა. 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

✕