პრემიერი: პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განათლების სფეროშიც გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები, რომ იყოს მეტი კავშირი შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სტუდენტების მიღებას შორის, ამ კუთხით პროფესიული განათლების სისტემის გადააზრებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა

ირაკლი კობახიძე

პროფესიული განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე.

„ზოგადად, განათლების სფეროშიც გვჭირდება სტრუქტურული ცვლილებები იმისათვის, რომ იყოს მეტი კავშირი შრომის ბაზრის მოთხოვნასა და სტუდენტების მიღებას შორის. ამ კუთხით პროფესიული განათლების სისტემის გადააზრებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი“, - აღნიშნა პრემიერმა.