1782482969
ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება საქართველოს პარლამენტში
საქართველოს პარლამენტში დაძაბული ვითარება იყო. საკანონმდებლო ორგანოში, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ანგარიშის მოსმენისას ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ერთმანეთს გიორგი გახარიასა და მმართველი გუნდის დეპუტატები დაუპირისპირდნენ.
დეპუტატებს შორის სიტყვიერი და შემდგომ ფიზიკური დაპირისპირება გიორგი გახარიას გუნდის წევრის, გიორგი შარაშიძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.
როგორც „კურიერის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, გიორგი შარაშიძის მხრიდან ანგარიშის გაკრიტიკებას ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
კონფლიქტის განეიტრალებაში მანდატურის სამსახურის წევრები ჩაერთნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ მომხდარის გამო შესვენება გამოაცხადა.












