„26.06.2026 - თარიღი, რომლისაც არ უნდა შეგეშინდეთ, მაგრამ...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
1782418774
თბილისის პირველ სამშობიარო კლინიკასთან ხმაურია. 32 წლის პაციენტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ოპერაციის შემდეგ ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა და მისი სასწრაფოდ სხვა კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
ოჯახის ინფორმაციით, პაციენტი უკვე 15 დღეა კლინიკაში მკურნალობს. მათი მტკიცებით, ქალს თირკმლის მწვავე უკმარისობა განუვითარდა, დიალიზი სჭირდება, თუმცა ამტკიცებენ, რომ კლინიკაში დიალიზის აპარატი მწყობრიდან არის გამოსული და პროცედურის ჩატარება ვერ ხერხდება. ასევე ამბობენ, რომ ოპერაციის შემდგომი ჭრილობა დაინფიცირდა.
პაციენტის დედა აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელიც ექიმის თქმით, 15-წუთიანი და მარტივი უნდა ყოფილიყო, მძიმე გართულებებით დასრულდა. ის ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა კლინიკებს დახმარებისკენ მოუწოდებს, რათა მისი შვილი შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ.
მომხდარის გამო ოჯახის წევრებმა კლინიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა მოითხოვეს. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებას თავად არ იღებენ და შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას ცდილობენ.
კლინიკასთან მობილიზებული იყო პოლიციაც. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის ოჯახის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია.