პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე.
„ნატოს მადრიდის სამიტის დღის წესრიგში საქართველოს საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია დოკუმენტებში, ასევე, ნატოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებში. ის, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამიტზე გახლავთ მიწვეული და შეხვდა მრავალი ქვეყნის პრეზიდენტს, ასევე, ემანუელ მაკრონს, უმნიშვნელოვანესია. შემუშავდა დახმარების მთელი რიგი პაკეტები. საქართველო განიხილება, როგორც სტრატეგიული ქვეყანა შავ ზღვაზე. ნატომ აღუთქვა ქვეყანას მეტი თანამშრომლობა, მეტი შეხების წერტილი და წვრთნები, რომლებიც გააძლიერებს საქართველოს“, – აღნიშნა დიეგო კოლასმა.