მინდა, გარკვევით განვაცხადო, აშშ არ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას - კელი დეგნანი 

აშშ-ს ელჩი საქართველოში

"მსურს ვუპასუხო არასერიოზულ ნარატივს, რომელიც როგორც ჩანს, პირდაპირ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოდან არის. მინდა, გარკვევით განვაცხადო, შეერთებული შტატები არ ცდილობს საქართველოს ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. შეერთებულ შტატებს არ სურს ამ ომის გავრცელება არსად. შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს ამ ომის რაც შეიძლება სწრაფად შესაჩერებლად", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

„შეერთებული შტატები და ევროპა ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ქართველებს ახსოვდეთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ, რუსეთია, რომელიც თქვენს ეკლესიებს შეურაცხყოფს ცხოველების სადგომად მათი გამოყენებით.

თუ არსებობს რაიმე კითხვები, თუ რას ნიშნავს რუსეთის მეგობრობა საქართველოსთვის, მაშინ უბრალოდ, უნდა შეხედოთ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს, რომ დაინახოთ. თქვენი მეგობრები აშშ-სა და ევროპაში არიან. ეს არის გზა საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ",- აღნიშნა ელჩმა.