პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას, თანმიმდევრულად ვივლით წინ, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ - პრემიერი

ირაკლი კობახიძე

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავდოთ პირობა ქართული საზოგადოების წინაშე, რომ ვიქნებით აბსოლუტურად პირნათელი და პირნათლად შევასრულებთ ჩვენს სამთავრობო პროგრამას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამთავრობო პროგრამა უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას.

„სამთავრობო პროგრამის შესრულება უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. ამ ყველაფრის შედეგი იქნება ჩვენი ეროვნული ამოცანების შესრულება, ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებაც. ჩვენ თანმიმდევრულად ვივლით წინ, ვივლით წინ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვისკენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.