მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
პირების სანქცირებაზე არაერთხელ გაგვიგია, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტიკა აკლია, იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გადაწყვეტილება გადაიხედება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისი თქმით, უსამართლოა, როდესაც ყოველგვარი წინაპირობების, მტკიცებულებების, კონკრეტული ფაქტების გარეშე ხდება მუქარა და შემდეგ, გარკვეული სანქციების თუ შეზღუდვების დაანონსება.
„სანქციების თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. პირების სანქცირებაზე არაერთხელ გაგვიგია, თუმცა ამ ყველაფერს კონკრეტიკა აკლია. იმედს ვიტოვებთ, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში გადაიხედება გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ დაწესებულ სანქციებზე კონკრეტიკა არ ვიცით, უსამართლოა, როცა ყოველგვარი წინაპირობების, მტკიცებულებების, კონკრეტული ფაქტების გარეშე იმუქრები და შემდეგ, გარკვეულ სანქციებს თუ შეზღუდვებს აანონსებ“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.