პირადად მე, არანაირი შეტყობინება არ მიმიღია, გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ, აშშ-ში დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა - მდინარაძე

mamuka mdinaraZe

პირადად მე, არანაირი შეტყობინება არც წინა შემთხვევაში და არც ამ შემთხვევაში არ მიმიღია. გაგვიმხილონ, ვის ასანქცირებენ, –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვა დაუსვეს  სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებსა და პარლამენტის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

მამუკა მდინარაძე იმედოვნებს, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გადაიტვირთება.

„ეს არის კუდის მოქნევა აშშ-ში დამარცხებული მთავრობისა. აშშ-ში დამარცხდა მთავრობა და დამარცხებული მთავრობა კუდს იქნევს, რომ უფრო დაამძიმოს ის, რაც აქამდე გააკეთა, გაართულოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები, რათა შემდეგ ურთიერთობებში პრობლემები ძნელი აღმოსაფხვრელი იყოს. ეს ყველაფერი უკვე ზღვარს გასცდა. რამდენიმე დღის წინ გამოგვიცხადეს, პარტნიორობა შევწყვიტეთო, არადა ჩვენ არ გვქონია არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა, რაც პარტნიორობის ჩანასახს მაინც შექმნიდა. იმედი გვაქვს, ურთიერთობები გადაიტვირთება, ნელ-ნელა რეალურ საკითხებზე ვილაპარაკებთ და ეს ურთიერთობები მხოლოდ განცხადების დონეზე არ დარჩება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.