პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები საბურთალოს რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

ალადაშვილი

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი საბურთალოზე, შარტავას N35-ის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მოისმინა ადგილობრივების საჭიროებები და ისაუბრა მათი მოგვარების გზებზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი - ავთანდილ ცინცაძე, საკრებულოს წევრები - თათია ჩახვაშვილი, ლევან არველაძე და ლევან აბაშიძე.