რატომ არ შეიძლება ორჯერ ადუღებული წყლის დალევა
1740133456
ჩვენ მომხრე ვართ, რომ ადამიანები რა მხარდაჭერასაც მიიღებენ საზოგადოებისგან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმის პროპორციული დაფინანსება მიიღონ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის შეფასებით, ამის ბოროტად გამოყენება ხდება და დაფინანსების წესზე უნდა იმსჯელონ.
„შენ ეს მხარდაჭერა მიიღე, რომ პარლამენტში იმუშაო. საკითხის მექანიკური გადაწყვეტა ისე, რომ შენ არჩეული ხარ, პარლამენტში არ შემოდიხარ, მაგრამ ბიუჯეტიდან თანხას მაინც იღებ, ბოროტად გამოყენებაა იმ წესის, რომელიც ნორმალური, ევროპული ურთიერთობის პირობებშია გათვალისწინებული. თანხა გამოიყენო და არ იმუშაო იქ, სადაც უნდა იმუშაო ამომრჩევლის ნება-სურვილის შესაბამისად, უკვე ეჭვის ქვეშ აყენებს, საერთოდ გეკუთვნის თუ არა ბიუჯეტიდან თანხები. მით უმეტეს, თუ სამსახურს აცდენ და საბოტაჟს ეწევი. არ ვიცი, მომავალში როგორ გადაწყდება, მაგრამ ალბათ ამ კუთხით ამ თემაზე სამსჯელოა. არც ლოგიკით, არც წესით და კანონით არ ეკუთვნის ადამიანს ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც მას კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად გამოეყო. ეს ძალიან მარტივი ფორმულაა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.