პარლამენტი ინტერპელაციის წესით საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს 15 აპრილს მოუსმენს

მაკა ბოჭორიშვილი

ხვალ, 15 აპრილს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინტერპელაცია გაიმართება.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ინტერპელაცია ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივით გაიმართება.

„მიმდინარე კვირაში გვექნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. ფრაქცია „საქართველოსთვის“ შეკითხვების საფუძველზე ხვალ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერპელაცია. შეთანხმებული ვართ 12:00 საათზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.