თუ სალაპარაკო თემა უნდა იყოს კამიტთან დაკავშირებით, ეს ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ ეს არის მოგონილი ზღაპარი - ლევან მაჭავარიანი მაიკლ ო’ფლაერტის ვიზიტზე

ლევან მაჭავარიანი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია. ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ო’ფლაერტი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ თუ საუბარი უნდა შეეხოს "კამიტის" საკითხს, ყველამ კარგად იცის, რომ ეს "მოგონილი ზღაპარია."

„თუ სალაპარაკო თემა უნდა იყოს გამოგონილი ზღაპარი კამიტთან დაკავშირებით, ეს ძალიან სამწუხაროა, ვინაიდან, ყველამ ვიცით, რომ ეს არის მოგონილი ზღაპარი, რაზეც გამოძიება ჩავატარეთ და პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერ რელევანტურ მხარეს შეუძლია დაინტერესდეს გამოძიების დეტალებით, ჩამობრძანდეს და ყველანაირ დეტალს გავუზიარებთ, ყველანაირ მასალას გავუზიარებთ და არავისგან შემოხმიანება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა, ვინაიდან, ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ზღაპარი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.