ამინდი მკვეთრად იცვლება - სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ
1745501551
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ორგანიზებით, თვითმმართველობების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოების თავმჯდომარეებთან ერთად, მუნიციპალიტეტებში ბუნებრივ რესურსებთან, მათ შორის სატყეო და წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხზე იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნულ ასოციაციასა და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეები დღესვე შეხვდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელობას.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თვითმმართველობების წინაშე არსებულ პრობლემებს, სხვადასხვა ლიცენზიის, წყლის გადასახადისა და ნარჩენების მოსაკრებლის მოგვარების საკითხებს.
„შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომლებიც თვითმმართველობებს და ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება ბუნებრივი რესურსებით სარგებლობა თუ სხვა საკითხები. შესაბამის უწყებებთან ერთად ვიმსჯელეთ აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე შევთანხმდით, რომ ამ მიმართულებით თანამშრომლობას კვლავაც გავაგრძელებთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ.