"ოპოზიციას ვურჩევდი, წინასწარ შეეგუოს მორიგ დამარცხებას და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ" - ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი ხმას მშვიდობასა და ქვეყნის გამარჯვებას მისცემს.

"ოპოზიციაზე დიდი ხანია ჩამოყალიბებული გვაქვს აზრი და ჩვენმა მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, რომ ოპოზიცია არასდროს არ ზრუნავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე. მათი მთავარი მისიაა უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარება ჩვენს ქვეყანაში. ისინი არ ზრუნავენ საქართველოს ინტერესებზე. იციან, რომ მარცხდებიან და მარცხდებიან მორიგ ჯერზე. მე მათ ვურჩევდი, რომ შეეგუონ წინასწარ მორიგ დამარცხებას და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება ერთად ვიზეიმოთ.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ხმას არ მისცემს ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და განვითარებას. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბევრი ადამიანი, შეიძლება, შეცდომაში იყოს შეყვანილი იმ პროპაგანდის გამო, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ტელევიზიის საშუალებით და ცრუ ოპოზიციის ტყუილებით. წლების განმავლობაში მიმდინარე ცრუ კამპანიამ, შესაძლოა, იქონია გავლენა, მაგრამ მჯერა და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს მისცემს ხმას მშვიდობას და ქვეყანა გაიმარჯვებს. მე ვურჩევ ყველას, ოპოზიციას რომ შეეგუონ ჩვენი ქვეყნის გამარჯვებას," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.