ნინო წილოსანი ტრამპის გადაწყვეტილებაზე: აღნიშნული პროგრამები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ქართულ ეროვნულ ინტერესებს, შესაძლოა პირდაპირ გვაპირისპირებდა აშშ-თან

წილოსანი

 აღნიშნული პროგრამები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ქართულ ეროვნულ ინტერესებს, შესაძლოა პირდაპირ გვაპირისპირებდა იმ მნიშვნელოვან პარტნიორთან, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ტრამპის ახალ გარდაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

„დაფინანსების შეჩერებას საფუძვლად უდევს ის ახსნა, რომ ხშირ შემთხვევაში ეს პროგრამები არ ასახავდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს და პირიქით, აზიანებდა ამ ქვეყანას სხვა ქვეყნებთან მიმართებით. აღნიშნული პროგრამები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა ქართულ ეროვნულ ინტერესებს, შესაძლოა პირდაპირ გვაპირისპირებდა იმ მნიშვნელოვან პარტნიორთან, როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები“, - აღნიშნა წილოსანმა.

ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საგარეო დახმარებაზე პასუხისმგებელმა ყველა ხელმძღვანელმა უნდა შეაჩეროს ახალი ვალდებულებების აღება და თანხების გაცემა უცხო ქვეყნების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის იქამდე, ვიდრე ამ პროგრამების აშშ-ის საგარეო პოლიტიკასთან შესაბამისობის ეფექტიანობა და თანამიმდევრულობა არ შეფასდება.