სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო მანდატების დათმობის თემის კომენტირებისას.
„არაფერი საინტერესო იმაში არ არის, რომ 2020 წლის სცენარს იმეორებენ - მანდატების დათმობა, სიების ჩახსნა და ასე შემდეგ, ეს პროცესი უკვე გამოვლილი გვაქვს. სწორედაც რომ პოლიტიკური სტაბილურობიდან გამომდინარე, კანონში გაწერილი არის, რომ მანდატების დათმობის საკითხს წყვეტს 76 დეპუტატი, შესაბამისად „ქართული ოცნება“. ამიტომ მათი ეს ფეხის ბაკუნი შეუძლიათ, რომ მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს მოაჩვენონ რაიმე სერიოზულ ნაბიჯებად“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.