ვინც აღდგომას საფლავზე გადის, ეს უნდა იცოდეს
1744405765
საქართველოში არ გვყავს პარტიები, რომლებიც ოფიციალურ პრორუსულ პოზიციას იკავებენ, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი სახელმწიფო, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებს შორის მეგობრები არ ჰყავს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ რუმინულ გამოცემასთან ინტერვიუში. ამით მან უპასუხა კითხვას - „შეგიძლიათ მოკლედ აღწეროთ საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრი? მაგალითად, რომელი საპარლამენტო პარტიები არიან პროევროპული მიმართულების, რომლები იხრებიან პრორუსული პოზიციებისკენ, რა რომლებს უკავიათ შუალედური პოზიცია?“
„აქედან გამომდინარე, არც ერთი პოლიტიკური პარტია საქართველოში, აქვს თუ არა საპარლამენტო წარმომადგენლობა, არ უჭერს მხარს რუსეთისთვის ხელსაყრელ პოლიტიკას. რა თქმა უნდა, არიან ცალკეული ადამიანები რომლებიც ცალკეულ პარტიებზე ამბობენ, რომ მათ აქვთ რუსეთის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულება და მომხრეები არიან რუსეთთან კარგი ურთიერთობების. თუმცა, პრორუსული პარტია არ არსებობს. სწორედ ამიტომ, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ამტკიცებს, თუნდაც სიმბოლურად, რომ მათ სურთ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ინტეგრაციის ამ სურვილს იზიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 80%-ზე მეტს სურს, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირში მიიღოს. და პოლიტიკური პარტიები პრაქტიკულად ასახავს მოსახლეობის ამ სურვილს“, - აღნიშნა სამხარაძემ.