ნიკოლოზ გაბელია: ადამიანები მშვიდობისკენ მივდივართ, როგორ შეიძლება, ეს არასწორი გზა იყოს?! ვერ ვხვდები! გამაგებინეთ, მშვიდობა როგორ შეიძლება იყოს არასწორი? როგორ შეიძლება ომი იყოს სწორი და მშვიდობა ცუდი?

ნიკოლოზ გაბელია

90-იანებში ჩვენმა საზოგადოებამ ეს ერთხელ უკვე გააკეთა, ერთხელ უკვე ავყევით იმ პროვოკაციებს, რაზეც წამოგვაგეს და მთელი ჩვენი პატრიოტული სულითა და გულით გავყევით, მაგრამ დავინახეთ, რაც მოხდა. დღემდე იმას ვიმკით. იგივე აქ აღარ განმეორდება, გამორიცხულია!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საუბრისას საზოგადოება „ქართულის“ წევრმა, ნიკოლოზ გაბელიამ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის ნარატივია, რომ საქართველოში საზოგადოება ორად იყოს გახლეჩილი და არ იყოს მშვიდობა.

„ჩვენი ერი იმდენად ბრძენია, ჭკვიანია, რომ ხვდება უკვე ყველაფერს. ჩვენი მოტყუება უკვე იმდენად რთულია, რომ წარმოუდგენლად მეჩვენება. ესენი ტემპერატურას სწევენ - თითქოს, დუღდება, დუღდება სიტუაცია, მაგრამ ჩვენ, ხალხი მშვიდად, წყნარად ვართ. ვხედავთ, განვიცდით და ვაანალიზებთ იმას, თუ ვის, რა უნდა ჩვენი ქვეყნისგან; ვის, რა უნდა ჩვენგან; რა ქმედებებს ითხოვენ.

როდესაც დავინახეთ, რომ ადამიანები მშვიდობისკენ მივდივართ, როგორ შეიძლება, ეს არასწორი გზა იყოს?! ვერ ვხვდები! გამაგებინეთ, მშვიდობა როგორ შეიძლება იყოს არასწორი? როგორ შეიძლება ომი იყოს სწორი და მშვიდობა ცუდი? ამის ახსნა რომ გვიწევს, ესეც ცუდია! ესეც იმიტომ გვიწევს, რომ ეს ოპოზიცია საუბრობს ამაზე. ხმამაღალ საუბრობენ და არც თაკილობენ. ეს არის ყველაზე ცუდი! გადაწყვეტილებას ხალხი 26 ოქტომბერს მიიღებს“, - აღნიშნა გაბელიამ.