1734793091
ძმებმა მშობლები სანადირო თოფით დახოცეს - მკვლელობა, რომელსაც 90-იან წლებში აშშ-ში ყველაზე გახმაურებული სასამართლო მოჰყვა
ამ მკვლელობას 90-იან წლებში ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესი მოჰყვა. 1989 წელს, ბევერლი ჰილზში, საკუთარ სახლში ცოლ-ქმარი დახვრიტეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი მათმა შვილებმა, ძმებმა მენენდესებმა მოკლეს.
გავრცელებულ აუდიოჩანაწერში ძმები საზარელი მკვლელობის მიზეზებზე საუბრობენ. მათ შესახებ Netflix-მა რამდენიმე სერიად დოკუმენტური ფილმიც კი გადაიღო.
ძმებმა, ლაილიმ და ერიკიმ მშობლები სანადირო თოფით დახოცეს. მათ დედას, კიტის, ათჯერ ესროლეს. პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ლაილმა დარეკა პოლიციაში და ყვიროდა: „ვიღაცამ მოკლა ჩემი მშობლები“. გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამომძიებლები ფიქრობდნენ, რომ სროლები შესაძლოა ხოსეს (მამის) კარიერას უკავშირდებოდა.
ძმებზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მშობლების სიკვდილიდან მალევე მათ ძვირადღირებული მანქანების ყიდვა დაიწყეს და ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდნენ მამის ქონებიდან. ითვლება, რომ წყვილმა 700 000 დოლარი დახარჯა მანქანებზე, ტანსაცმელსა და საათებზე ნაღდი ფულით, ხოლო ლაილმა რესტორანიც კი იყიდა.
დანაშაულის განხორციელებიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია ჯუდალონ სმითისგან. ის იყო იმ ფსიქოლოგის შეყვარებული, სადაც ძმები დადიოდნენ. ჯუდალონი ამტკიცებდა, რომ ძმებმა აუდიოჩანაწერზე აღიარეს მკვლელობა თერაპიის დროს.
ჩანაწერში, ძმებმა მენენდესმა თერაპევტს უთხრეს, რომ მათ დედა მოკლეს, რათა მამისგან გაეთავისუფლებინათ, ხოსე კი სიკვდილს იმსახურებდა, რადგან იგი დედას მუდმივად ღალატობდა.
სასამართლო პროცესების შემდეგ, ძმებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
რატომ მოკლეს ძმებმა მენენდესებმა საკუთარი მშობლები?
სასამართლოზე ძმები მამის შესახებ საუბრობდნენ. მათი თქმით, მამა მათზე ბავშვობიდან ძალადობა. უარესი კი ის იყო, რომ მათმა დედამ იცოდა ამის შესახებ და არაფერი გაუკეთებია მეუღლის შესაჩერებლად.
შეურაცხყოფის ბრალდებები სასამართლო პროცესზე ბევრისთვის დამაჯერებელი ჩანდა. პროცესზე მოხსენებისას The New York Times-მა ლაილაზე დაწერა: „ბრალდებულს თითქმის თავიდანვე ცრემლები ჰქონდა, როცა თავის ბავშვობას იხსენებდა და საუბრობდა მამის სასტიკ მოპყრობაზე“.
პროკურატურამ უარყო ვერსია იმის შესახებ, რომ ძმებმა მშობლები ძალადობის გამო დახოცეს. უწყების მტკიცებით, ეს სიმართლეს არ შეესაბამებოდა, რადგან ძმებს ძალადობის შესახებ ფსიქოლოგთან თერაპიაზე არასდროს უსაუბრიათ.