„არ გვაღელვებს საქართველოს რეაქცია“ - არძინბა ლუკაშენკოს აფხაზეთში „ვიზიტზე“

არძინბა

სოხუმს არ აინტერესებს თბილისის რეაქცია ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტზე, - ამის შესახებ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ქართულმა მხარემ ბელორუსიის ლიდერის ვიზიტს საერთაშორისო სამართლის დარღვევა უწოდა.

მისი თქმით, აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა.

„აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო. ჩვენ ბელარუსს განვიხილავთ, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ჩვენ არ გვაღელვებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების, მაგალითად საქართველოს, რეაქცია“, - აღნიშნა არძინბამ.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.