დღეს ყველა ქრისტიანმა ეს ლოცვა უნდა წაიკითხოს
1779344721
ჩვენს დღის წესრიგში დგას საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის დასრულების საკითხი და ამ მიმართულებით უკვე მივაღწიეთ შეთანხმებებს ქართველ პარტნიორებთან, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დაცვის ჯარების ფორმირების წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან საზღვრების დემარკაციის პროცესი არსებითად დაასრულებს სომხეთის რესპუბლიკის საზღვრების განსაზღვრას და სომხეთი შეძლებს, უფრო თავდაჯერებულად კონცენტრირდეს საკუთარი განვითარების პროგრამაზე, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ ტერიტორიაზე.