"ნაცმოძრაობის" თავმჯდომარისგან მიშას გაბაიბურებაა ცოტა პარადოქსი - ზურაბ ქადაგიძე

ზურაბ ქადაგიძე

"მართალია ბატონი ნიკანორი, როდესაც დასავლეთის დამოკიდებულებას ახსენებს მიშაზე...აბსოლუტურად მართალია ის აზრი,რომ სააკაშვილი ნულია, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის ასევე ქართული საზოგადოებისათვის", -  წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე, რომელიც გამოეხმაურა „ქრონიკის” ეთერში გასულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ასახულია, სააკაშვილის სასამართლო პროცესის დროს, თუ როგორ ცდილობს სასამართლოს ეზოში ნიკა მელია დაარწმუნოს მხარდამჭერები, რომ “ნაციონალური მოძრაობის” გეგმები მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ჩაშალა.

„ვიზიარებ თქვენს მდგომარეობას... ისე მართალს ამბობს მელია და ძალიან ნუ გადაურბენთ...უბრალოდ ნაცმოძრაობის თავმჯდომარისგან მიშას გაბაიბურებაა ცოტა პარადოქსი, თორემ ქართული საზოგადოების 99% შეთანხმებულია, რომ სააკაშვილი არის წარსული, ცუდი მოგონება და ჩავლილი სიბოროტე, რომელსაც არანაირი პერსპექტივა არ აქვს...მართალია ბატონი ნიკანორი,როდესაც დასავლეთის დამოკიდებულებას ახსენებს მიშაზე...აბსოლუტურად მართალია ის აზრი,რომ სააკაშვილი ნულია,როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის ასევე ქართული საზოგადოებისათვის... „დედა-დედოფალ“ გიულის მშვიდად შეაპარეთ, რომ შენი შვილი თავისივე პარტიიდან "დააპაშოლეს თქო"- წერს Facebook-ზე ქადაგიძე.