დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
რაც დავინახე, ბევრად ცუდად გამოიყურება, ვიდრე წინა პროცესებზე, - ამის შესახებ გიული ალასანიამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სამწუხაროდ, არ მაქვს შესაძლებლობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბევრი ვიმსჯელო. მხოლოდ ეს, ვიზუალური მხარე. რაც დავინახე დღეს, ბევრად უარესად გამოიყურება ვიდრე, წინა პროცესებზე. ადამიანი ითხოვს, პირადი ექიმის დაშვებას და ამ ნებართვას ვერ იღებს. საერთოდ არანაირი გამოკვლევა, მას არ ჩატარებია. უკვე მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია,“ - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, საზღვრის უკანონო კვეთის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართა.